“სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური გადაწყვეტა”- ალექსანდრ სტუბი — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
02 Apr 2026, 18:46
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ირანელ კოლეგა მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. სტუბი ასევე აღნიშნავს, რომ უთანხმოების მიუხედავად, თეირანთან დიალოგი მნიშვნელოვანია. „სატელეფონო საუბარი მქონდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან. ჩვენ განვიხილეთ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური გადაწყვეტა. ხაზი გავუსვი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტის და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობას. უთანხმოების მიუხედავად, მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. The post “სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური გადაწყვეტა”- ალექსანდრ სტუბი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.