რატომ უპირისპირდება ნათია ჯანაშია იუსტიციის საბჭოს წევრს არჩილ კოჭლამაზაშვილს? – გიორგი კაპანაძე სავარაუდო მიზეზებს განმარტავს — Cnoba

Alia სიახლე 03 Apr 2026, 07:44

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ “ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ 30 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია და ამავე აკადემიის 70 პროცენტიან აქციონერს, „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. საჩივარში, გარდა კონკრეტული დავის საკითხებისა, ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სასამართლო სისტემას, პრაქტიკულად, მოსამართლეთა მთელ კორპუსს უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს. აფბას […] The post რატომ უპირისპირდება ნათია ჯანაშია იუსტიციის საბჭოს წევრს არჩილ კოჭლამაზაშვილს? – გიორგი კაპანაძე სავარაუდო მიზეზებს განმარტავს appeared first on .

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ “ბრიტანულ-ქართულ აკადემიის 30 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია და ამავე აკადემიის 70 პროცენტიან აქციონერს, „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის.

საჩივარში, გარდა კონკრეტული დავის საკითხებისა, ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სასამართლო სისტემას, პრაქტიკულად, მოსამართლეთა მთელ კორპუსს უპირისპირდება და უნდობლობას უცხდებს.

აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სარჩელში გამოყენებული ნარატივი ეწინააღმდეგება დავის სამართლიანად წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს და სიყალბის ტირაჟირებას ემსახურება.

„რასაკვირველია, ასეთი მოსაზრების ქონა ქალბატონ ნათია ჯანაშიას უფლებაა, მაგრამ ის, რაც სარჩელის ამ პუნქტის შემდგომ ნაწილში ნათია ჯანაშიამ წარმოაჩინა, ნათლად მეტყველებს მისი ჩანაფიქრის ფიქციურობაზე და ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე. კერძოდ, მოსამართლეები, რომლებიც საქართველოში მისი სარჩელები განიხილეს, ცილისწამებით, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე დააკავშირა სხვა მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც ბრიტანეთის, აშშ-ს და უკრაინის ხელისუფლებებმა სანქციები გამოიყენეს. უფრო მეტიც, სარჩელში ნათია ჯანაშია მიუთითებს, რომ მთელი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული,“ – განმარტავს კაპანაძე.

სარჩელში წერია, რომ „მოსამართლეები, არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს.“ (ციტატის დასასრულისარჩელის ამონარიდიდან).

გიორგი კაპანაძისთვის სარჩელის ეს პუნქტები ცილისმწამებლურია. „დაადანაშაულო მოსამართლეები არაკეთილსინდისიერებასა და ეჭვქვეშ დააყენო მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სასამართლოში მუშაობენ და მოსამართლეები არიან, სიყალბე და თაღლითობა. ნათია ჯანაშიას სარჩელით გამომდინარეობს, რომ საქართველოს ყველა მოქმედი მოსამართლე არალეგიტიმიურია, რადგან სასამართლო სისტემის რამდენიმე მოსამართლე უკრაინამ ან თუნდაც ბრიტანეთმა დაასანქცირა“, – ასკვნის აფბას ანალიტიკოსი.

აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.

The post რატომ უპირისპირდება ნათია ჯანაშია იუსტიციის საბჭოს წევრს არჩილ კოჭლამაზაშვილს? – გიორგი კაპანაძე სავარაუდო მიზეზებს განმარტავს appeared first on .


რელევანტური