„გაასაჯაროვეთ კადრები, რას წვავდით ღუმელში, გამოამზეურეთ ჩანაწერები, თითოეული ძაღლის მონაცემებით“ – ელიზბარაშვილი — Cnoba

Alia სიახლე 03 Apr 2026, 07:34

თამაზ ელიზბარაშვილი ითხოვს გასაჯაროვდეს გორის ცხოველთა თავშესაფრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც მისი თქმით, ყველა ღუმელთან უნდა ეყენოს. ელიზბარაშვილი ასევე ინტერესდება, არსებობს თუ არა ჩანაწერები, რამდენი გარდაცვლილი ძაღლი იყო თავშესაფარში, რომლის დაწვასაც ახდენდნენ კრემატორიუმში. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, გაასაჯაროვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ღუმელთან უნდა ეყენოს. რას წვავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, ეს ღუმელი იმისთვის არის იქ, […] The post „გაასაჯაროვეთ კადრები, რას წვავდით ღუმელში, გამოამზეურეთ ჩანაწერები, თითოეული ძაღლის მონაცემებით“ – ელიზბარაშვილი appeared first on .

თამაზ ელიზბარაშვილი ითხოვს გასაჯაროვდეს გორის ცხოველთა თავშესაფრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც მისი თქმით, ყველა ღუმელთან უნდა ეყენოს.

ელიზბარაშვილი ასევე ინტერესდება, არსებობს თუ არა ჩანაწერები, რამდენი გარდაცვლილი ძაღლი იყო თავშესაფარში, რომლის დაწვასაც ახდენდნენ კრემატორიუმში.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, გაასაჯაროვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ღუმელთან უნდა ეყენოს. რას წვავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, ეს ღუმელი იმისთვის არის იქ, რომ დაწვან მკვდარი ძაღლის ლეში. თუმცა, ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, 6 საათის განმავლობაში რა იწვებოდა. ამას ვითხოვ, მეტს არაფერს. რატომ დაემთხვა ის, რომ შევიდა სურსათის მანქანები და ნახევარ საათში ჩაირთო ღუმელი და დილამდე ხდებოდა ლეშის წვა. რას წვავდით ისეთს? ეს ჩემი ლეგიტიმური მოთხოვნაა. თქვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ამას იძახის და იძახდა, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე არ აკეთებს საქმეს და არ ემსახურება ხალხს, ბოდიში და პანღურით გამოაგდეთო. კეთილი ინებეთ, გასააჯაროვეთ ის კადრები, რას წვავდით და გამოამზეურეთ ის ჩანაწერები, როდის გარდაიცვალა ძაღლი, რამდენი იყო გარდაცვლილი, თუ 5 ან მეტი ძაღლი იყო ე.ი იქ ეპიდემია მძვინვარებს და შევიდეს იქ შესაბამისი სამსახურები და გამოაცხადეთ კარანტინი, – ამბობს ელიზბარაშვილი.

1 აპრილის ღამეს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს გორის სახელმწიფო თავშესაფრის კრემატორიუმიდან ამოსული კვამლი.

„რამე მოვიფიქროთ, თორემ მოვკვდები, მეორე ღამეა აღარ მძინებია… ძალიან მეშინია, რა გავაკეთოთ?“ – ქვითინებს ქალი, რომელიც მანქანიდან იღებს შენობიდან ამომავალ სქელ კვამლს.

The post „გაასაჯაროვეთ კადრები, რას წვავდით ღუმელში, გამოამზეურეთ ჩანაწერები, თითოეული ძაღლის მონაცემებით“ – ელიზბარაშვილი appeared first on .


რელევანტური