„განათლება აუცილებელია, მაგრამ გამონაკლისი არსებობს“ – მეუფე ზენონი — Cnoba
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა განაცხადა, რომ პატრიარქობისთვის განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი მისაღები იქნება სხვა მხრივ, გამონაკლისი არსებობს. „განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია და აკმაყოფილებს ამ იდეას, გამონაკლისი არსებობს. უმრავლესობა თუ მიიჩნევს, რომ ეს მღვდელმთავარი აკადემიურ განათლებას თვითნასწავლობით აღემატება, ეს სუბიექტური არ იქნება. პატრიარქიც მღვდელმთავარია, თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? თბილისში რატომ არ შეიძლება, იყოს უდიპლომო და რატომ შეიძლება, ქუთაისში ან რუსთავში? მე მყავს ჩემი კანდიდატები. ჩემი კანდიდატები არიან ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან. მათ შორის ავარჩევთ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა. The post „განათლება აუცილებელია, მაგრამ გამონაკლისი არსებობს“ – მეუფე ზენონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.