ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 03 Apr 2026, 11:36

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია 21.2 პროცენტით თევზეულზე, ხილი და […] The post ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა appeared first on ODISHINEWS.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია 21.2 პროცენტით თევზეულზე, ხილი და ყურძენი 13.4 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 9.6 პროცენტით.

ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6 პროცენტითაა გაძვირებული
ზეთი და ცხიმი – 7.7 პროცენტით.
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.3 პროცენტით გაძვირდა
ბოსტნეული და ბაღჩეული – 4.9 პროცენტით
რძე, ყველი და კვერცხი – 4.5 პროცენტით
ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე ფასებმა 3.8 პროცენტით მოიმატა
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.1 პროცენტითაა გაძვირებული.
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 7.3 პროცენტით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე და 5.7 პროცენტით პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები ძირითადად მომატებულია: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6 პროცენტი).

The post ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური