კალაძე უფასო სასადილოებში კორუფციაზე: „მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე“ — Cnoba
„მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. 30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უფასო სასადილოებს სანიტარიული კუთხით აფასებენ, დანარჩენ საკითხებს კონტრაქტორი კომპანიები კურირებს. „დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვ. სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი,… The post კალაძე უფასო სასადილოებში კორუფციაზე: „მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.