ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
კიევზე რუსეთის გაუთვლელი აგრესიით დაიწყო და ირანზე ისრაელ-ამერიკის თავდასხმით საბოლოოდ გაფორმდა—მეორე მსოფლიო ომის შემდგომი—საერთაშორისო სამართალზე აგებულიმსოფლიო წესრიგის კოლაფსი!!!
ჩინეთი, როგორც ყოველთვის, გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს—აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი…ტრამპის მუქარის მიუხედავად, ბებერმა ევროპამ თავი შეიკავა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისაგან…სპარსეთის ყურის უმდიდრესი ქვეყნები, რომელნიც დაცულად გრძნობდნენ თავს აშშქოლგის ქვეშ, ვერ იგერიებენ ირანის სერიოზულ შეტევას მათ გიგანტურ საწარმოებზე და ინფრასტრუქტურაზე…. ამერიკის მიერ თეირანის ირანის, დასავლეთ რეგიონებთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი ხიდის აფეთქებას, შესაძლოა მოყვეს დუბაიში, დოჰაში,და სხვა ქალაქებში ანალოგიური ქმედება ირანისგან…რა დროებითი შეთანხმებაც არ უნდა დაიდოს აშშ- ირანს შორის, უკვე ფაქტია: ამ ომს დიდი ცვლილებები მოყვება ჩვენს რეგიონში—ცენტრალური აზიის და რუსეთის ჩათვლით…უკვე ალაპარაკდნენ ღრმა რეცესიულ პროცესებზემსოფლიო ეკონომიკაშიც!!!“ოცნების” პრემიერთან აშშ სახმდივნის რ უ ბ ი ო ს სატელეფონო საუბრისას—უსაფრთხოების კონტექსტში— შავი ზღვის და კავკასიის თემებისდაფიქსირება, ამერიკის მხრიდან ამ ორი საკითხით დიდ დაინტერესებაზე მიუთითებს!!!შავი ზღვა და კავკასია არის ეგზისტენციური სამხედრო-პოლიტიკური ჭიშკარი როგორცირანთან, ასევე რუსეთთან მიმართებაში!!!ფაშინიანთან პუტინის მძიმე საუბარიც ამ თემიდან იყო, თუმცა, სომხეთის ლიდერმაარცერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან!!!ლავროვი და დუგინიც “ტყულად” არ იმეორებენხშირად:”ირანის მერე ჩვენ ვიქნებით აშშ აგრესიისადრესატიო”… თანაც, უკრაინის ომმა, რუსეთის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა საშინელ დღეში ჩააგდო—ავიაციასთან ერთად, სარკინიგზო მოძრაობაც სახიფათო გახდა… გუშინ, რელსების გაუმართაობის გსმო, მგზავრებით სავსე ჩელიაბინსკი-მოსკოვის მატარებელი გადავიდა რელსებიდან და გადაბრუნდა!!!თბილისში 80 კაციანი დელეგაციის გამოგზავნაცნიადაგის მოსინჯვა იყო და აქედანაც ბევრი არაფერი გამოვიდა: ამიტომაც იყო რუსეთის საგარეო დაზვერვა გაღიზიანებული “კონსტანტინოპოლის პატრიარქი ერევა საქართველოს საქმეებშიო”?!რუსი სამთავრობო ანალიტიკოსები უკვემსჯელობენ: “ირანის ამბებმა აჩვენა რომ,თანამედროვე და უზუსტეს დასავლურ იარაღთან,რუსული ჰაერდაცვითი სისტემები დაბალეფექტური არის და დედაქალაქი არისსრულად დაუცველიო”….
“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მ ო ს კ ო ვ ი დ ა ნ დედაქალაქის ურალში გადატანა… ეს თემა ისედაც არის უკვე დაგვიანებულიო”!!!
The post “ჩინეთი გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს – აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი” – კოტე კემულარია appeared first on .