სიახლე

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

მედიაცენტრი

„რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მან მონაწილეებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაუკითხა. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს. „რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს“, – აღნიშნული იყო მიმართვაში. The post ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი