“აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის”- “ენერგო -პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
GuriaNews
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ” სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ. კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”. ,,ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ […] The post “აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის”- “ენერგო -პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
” სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.
კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.
,,ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, – აცხადებენ კომპანიაში.