
გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ ყურადღება სოციალურად დაუცველთა ბავშვთა რიცხვზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა საკვები და მოვლის საშუალებები ძალიან ძვირი ღირს.
ძალიან რთულია, ბატონო შოთა, რომ პამპერსი და ბავშვთა მოვლის საშუალებები საქართველოში ღირს ძალიან ძვირი. ის, რაც თქვენმა მთავრობამ გააფუჭა, თქვენ ვერ გამოასწორებთ, – თქვა კოვიზირიძემ.
აღნიშნული გააპროტესტა “ოცნების” დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა და თქვა, რომ ფასების კომისიის სხდომა “პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის”.
არავინ შიმშილობს საქართველოში, – თქვა პასუხად ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფასების კომისიის მორიგი სხდომა იმართება, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი), თევზეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6 პროცენტი).
ცნობისათვის, დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეცაა, გასულ წელს კუთვნილი სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით. ამის შესახებ მან ჩაწერა 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც დღეს, 1 აპრილს გასაჯაროვდა.