გრიგოლ ბესელია შსს–დან გათავისუფლებულია — Cnoba

Alia სიახლე 03 Apr 2026, 15:59

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრში გამოცემა “ბათუმელებს” დაუდასტურეს. ცნობისთვის, გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის,” – განუცხადეს “ბათუმელებს” უწყებაში. გამოცემის ცნობით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში “ბათუმელების” შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ […] The post გრიგოლ ბესელია შსს–დან გათავისუფლებულია appeared first on .

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრში გამოცემა “ბათუმელებს” დაუდასტურეს.

ცნობისთვის, გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის,” – განუცხადეს “ბათუმელებს” უწყებაში. 

გამოცემის ცნობით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში “ბათუმელების” შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. ის ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.

The post გრიგოლ ბესელია შსს–დან გათავისუფლებულია appeared first on .


რელევანტური