knews.ge
საქსტატი- რესტორანში ხინკალი და ხაჭაპური გაძვირდა
საქსტატის მიხედვით, საქართველოში წელს მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.8 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის თანახმად, ცალკეულ პროდუქტებთან ერთად, წლიურად გაზრდილია რესტორანსა და კაფეებში კვების ღირებულებაც. მაგალითად, ხინკალი რესტორანში გაძვირებულია თითქმის 4%-ით, ხოლო ხაჭაპური 8.5%-ით.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კვების ობიექტებში ფასების ინფლაცია ასეთია:
ლუდი ბარში – 10%
ხაჭაპური კაფეში – 8.5%
სადილი რესტორანში – 7%
ყავა კაფეში – 5.4%
ხინკალი რესტორანში თითქმის 4.6%
რაც შეეხება ინგრედიენტების ნაწილს, მონაცემების მიხედვით, ძროხის ხორცი წლიურად გაძვრდა თითქმის 17%-ით, ძროხის ხორცის ფარში 14.5%-ით, ხორბლის ფქვილი 13%-ით, ღორის ხორცი – 9.4%-ით, იმერული ყველი -7.4%; ამასთან, მწვანილი გაიაფდა 14%-ით, ხახვი – 25%-ით.
The post საქსტატი- რესტორანში ხინკალი და ხაჭაპური გაძვირდა appeared first on knews.ge.