პეტრე ცაავა პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს – რას პასუხობს მას მეუფე სტეფანე — Cnoba

elNews სიახლე 03 Apr 2026, 19:47

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პეტ­რე ცა­ა­ვა, – რო­მელ­საც 2019 წელს სი­ნოდ­მა მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აუკ­რძა­ლა პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის მი­მართ სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ, სი­ნო­დის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბა­სა და ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ითხოვს. ეს მი­მარ­თვა სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე შიო მუ­ჯი­რი­სა და წმინ­და სი­ნო­დი­სად­მი პა­რას­კევს, 3 აპ­რილს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა “ფე­ის­ბუქ­ზე” იღუ­მე­ნია თა­მარ გამ­ყრე­ლი­ძემ, – ცა­ა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა. … პეტრე ცაავა პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს – რას პასუხობს მას მეუფე სტეფანე Read More » The post პეტრე ცაავა პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს – რას პასუხობს მას მეუფე სტეფანე appeared first on elNews.ge.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პეტ­რე ცა­ა­ვა, – რო­მელ­საც 2019 წელს სი­ნოდ­მა მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აუკ­რძა­ლა პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის მი­მართ სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ, სი­ნო­დის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბა­სა და ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ითხოვს.

ეს მი­მარ­თვა სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე შიო მუ­ჯი­რი­სა და წმინ­და სი­ნო­დი­სად­მი პა­რას­კევს, 3 აპ­რილს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა “ფე­ის­ბუქ­ზე” იღუ­მე­ნია თა­მარ გამ­ყრე­ლი­ძემ, – ცა­ა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა.

მი­მარ­თვა და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2026 წლის 23 მარ­ტით – ეს არის კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის მომ­დევ­ნო დღე.

მი­მარ­თვის და­სა­წყის­ში პეტ­რე ცა­ა­ვა სა­კუ­თარ თავს მო­იხ­სე­ნი­ებს “კა­ნო­ნი­კურ სტა­ტუს­ში მყოფ მღვდელმთა­ვარს“ და ამ­ბობს, რომ თავს მო­ვა­ლედ თვლის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში.

ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360”-ში ჭყონ­დი­დის, ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ ასე უპა­სუ­ხა:

‘სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ეს სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა. არ მახ­სოვს რო­მელ სი­ნო­დის სხდო­მა­ზე მოხ­და, მაგ­რამ მას მერე ის სი­ნო­დის წევ­რი აღარ არის. სი­ნოდს არ ჰქონ­და ეგ სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად, არც გა­ნი­ხი­ლა. ვინ გას­ცემს მას პა­სუხს მე­უ­ფე შიოს გა­და­სა­წყვე­ტია. ჩემს პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ტყვი. რო­დე­საც პატ­რი­არ­ქს აბ­რა­ლებ­დნენ სო­დო­მურ ცოდ­ვას ეგ და ძმა­ნი მის­ნი, ამ­ბობ­დნენ, – დრო გა­მო­ა­ჩენ­სო, გა­მო­ა­ჩი­ნა დრომ? – პატ­რი­არ­ქი გა­ნა­დი­და ღმერ­თმა. ამ­დე­ნი ხალ­ხმრავ­ლო­ბით, ცრემ­ლით, ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დით, რომ­ლი­თაც გა­ერ­თი­ან­და ხალ­ხი…

ეს დი­დე­ბაა ადა­მი­ა­ნი­სა, მი­ლი­ო­ნო­ბით ხალ­ხი… ზოგი ჯვარს ადებ­და, ზოგი ფსკვნილს… ვი­საც არ ჰქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩემს თვალ­წინ, უამ­რავ­ჯერ იყო, ვინც ახ­ლოს იყო, მი­აწ­ვდიდ­ნენ ნივთს, და­ა­დებ­დნენ და შემ­დეგ უბ­რუ­ნებ­დნენ.

მე დიდი იმე­დი მქონ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მე­უ­ფე პეტ­რე და­ი­ნა­ხავ­და. რომ უფალ­მა უწ­მინ­დე­სის მი­მართ მისი პო­ზი­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. გლე­ხუ­რად ვლა­პა­რა­კობ… ცოტა სირ­ცხვი­ლი მა­ინც ჰქონ­დეს, უფ­ლის წი­ნა­შე მა­ინც შენ­დო­ბა ითხო­ვოს, თუ პატ­რი­არ­ქის წი­ნა­შე არ ითხოვს. რომ ასეთ სი­ბინ­ძუ­რეს აბ­რა­ლებ­და მას და უფალ­მა გა­მო­ა­ჩი­ნა თუ ვინ არის ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი. ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის სი­დი­ა­დე­ში? – პეტ­რეს თუ ეპა­რე­ბა ეჭვი, თა­ვის ეჭვთან ერ­თად იყოს სა­დაც უნდა, აქ სი­ნოდ­ში ნუ ეტე­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ეს მისი საქ­მე აღარ არის. გა­დიდ­და უწ­მინ­დე­სი ყვე­ლას წი­ნა­შე, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა და გა­ნულ­და პეტ­რე, არა­ფე­რი არ არის, ცა­რი­ე­ლია. იმი­ტომ რომ სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. სული წმინ­დის მად­ლმა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა სულ სხვა რამე და ის სულ სხვა რა­მეს ცდი­ლობს”.

წყარო : Ambebi.ge

The post პეტრე ცაავა პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს – რას პასუხობს მას მეუფე სტეფანე appeared first on elNews.ge.


რელევანტური