სიახლე

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

GuriaNews

ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. უფალს სურდა თავისი […] The post ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. უფალს სურდა თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

ტროპარი:

ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი:

ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი: ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

The post ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი