სიახლე

“დატოვეთ ლიბანი”- აშშ საკუთარ მოქალაქეებს

მედიაცენტრი

აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდა. შესაბამის განცხადება ლიბანში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. „ახლა თუ ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი სანამ კომერციული ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, – ნათქვამია განცხადებაში. The post “დატოვეთ ლიბანი”- აშშ საკუთარ მოქალაქეებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი