სენაკში მცხოვრები 17 წლის ნიკა გადლია, რომელსაც 1 აპრილიდან ეძებდნენ, წუხელ იპოვეს.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მოზარდის მამამ დაუდასტურა.
„ცოცხალია და უვნებელია. წუხელ ვნახეთ, სენაკში ჩამოიყვანეს.
მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო ღონისძიებებში,“ – ამბობს „გურია ნიუსთან“ გია გადლია.
The post დაკარგული მოზარდი იპოვეს – „ცოცხალია და უვნებელია“ appeared first on გურია ნიუსი.