ვერძი
პირველი – ვერ იტანთ, როცა ადამიანი გაურკვეველ მინიშნებებს გაძლევთ.
მეორე – ბრაზდებით, როცა თქვენს შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მესამე – ვერ აიტანთ პარტნიორს, რომელსაც ცვალებადი განწყობა აქვს.
კურო
პირველი – არაფერი გაქვთ საერთო მანიპულატორ ადამიანთან.
მეორე – ვერ იტანთ, როცა პარტნიორები ერთმანეთზე ეჭვიანობენ.
მესამე – ღიზიანდებით, როცა პარტნიორი თქვენს პირად სივრცეში იჭრება.
ტყუპი
პირველი – გული გწყდებათ, როცა ხვდებით, რომ ახლობელი რაღაცას გიმალავთ.
მეორე – თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ, როცა გებულობთ, რომ პარტნიორი გატყუებდათ.
მესამე – არ იქნებით იმ ადამიანის გვერდით, ვინც ალკოჰოლთან მეგობრობს.
კირჩხიბი
პირველი – გული გტკივათ, როცა პარტნიორი საერთო გეგმების განხორცილებაზე უარს გეუბნებათ.
მეორე – ვერ იტანთ ლოდინს, როცა ადამიანი ძალიან აგვიანებს.
მესამე – ღიზიანდებით, როცა პარტნიორი თქვენს სტატუსს ოფიციალურად არ აღიარებს.
ლომი
პირველი – არ გინდათ, როდისმე პარტნიორის ღალატის შესახებ გაიგოთ.
მეორე – კატეგორიულად არ გსურთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს.
მესამე – ვერ აიტანთ პარტნიორს, რომელიც მუდმივად წვეულებებზე დაგათრევთ.
ქალწული
პირველი – არ იქნებთ იმ ადამიანის გვერდით, ვინც ზარმაცია.
მეორე – ვერ იტანთ პარტნიორს, რომელსაც მიზანი და აწყობილი ცხოვრება არა აქვს.
მესამე – გაღიზიანებთ ბინძური (მეტყველებით და ჰიგიენით) ადამიანები.
სასწორი
პირველი – ვერ იტანთ ფეთქებად და მოუთმენელ ადამიანებს.
მეორე – ითრგუნებით, როცა გარშემო მყოფები ნეგატივსა და პესიმიზმს აფრქვევენ.
მესამე – გაღიზიანებთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც თქვენს კონტროლს ცდილობენ.
მორიელი
პირველი – ვერ აიტანთ მომაბეზრებელ პარტნიორს.
მეორე – ვერ მოითმენთ, როცა საყვარელი ადამიანი საკუთარებად გთვლით და მბრძანებლურად გექცევათ.
მესამე – გაღიზიანებთ, როცა ვიღაც პრობლემის მოსაგვარებლად აგრესიას მიმართავს.
მშვილდოსანი
პირველი – ყველაზე მეტად უპატივცემულობა გაღიზიანებთ გარშემო მყოფებში.
მეორე – დაშორდებით ადამიანს, რომელიც არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს და ბოდიშს არ იხდის.
მესამე – ვერ იტანთ, როცა ახლობლები საკუთარ უსიამოვნებაში გარშემო მყოფებს ადანაშაულებენ.
თხის რქა
პირველი – გაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ინფორმაციულ ერაში თანამედროვე ტექნოლოგიებს არ აღიარებენ.
მეორე – თქვენ და პირფერები მტრები ხართ.
მესამე – ატანა არ გაქვთ იმ ადამიანების, რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებენ სოციალურ ქსელებს.
მერწყული
პირველი – ვერ აღიქვამთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გაკონტროლებას ცდილობენ.
მეორე – ცდილობთ, გაეცალოთ ფსიქოლოგიურ მანიპულატორებს.
მესამე – სამუდამოდ ამოშლით თქვენი ცხოვრებიდან ადამიანს, რომელიც მიზანმიმართულად გატყუებთ.
თევზები
პირველი – თავს უხერხულად გრძნობთ მბრძანებელი ადამიანების გარემოცვაში.
მეორე – ვერ იტანთ ადამიანებს, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს სამყაროს განმგებლები არიან ან ასეთებად გრძნობენ თავს.
მესამე – თქვენთვის მნიშვნელოვანია სერიოზულ ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ, ზედაპირულ ადამიანებს არ ეკარებით.
The post რას ვერ იტანთ ურთიერთობაში appeared first on გურია ნიუსი.