ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში პირველმა დასავლურმა გემმა გაიარა
ჰორმუზის სრუტე ფრანგულმა საკონტეინერო გემმა, ომანთან დაკავშირებულმა სამმა ტანკერმა და იაპონიის მფლობელობაში მყოფმა გაზმზიდმა გადაკვეთეს. პარასკევს საზღვაო ტრაფიკის ვებგვერდის (Marine Traffic) მონაცემებით გაირკვა, რომ საფრანგეთის საზღვაო გიგანტის, CMA CGM-ის კუთვნილი საკონტეინერო გემი პირველი დასავლური ხომალდია, რომელმაც სრუტეში გაიარა მას შემდეგ, რაც ირანმა ის ფაქტობრივად ჩაკეტა. მალტის დროშის ქვეშ მცურავმა CMA CGM-ის კუთვნილმა Kribi-მ სრუტე 2 აპრილს გადაკვეთა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიპოვა უსაფრთხო გავლის გარანტია გემმა, რომელიც, მონაცემების მიხედვით, ომანის სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთისკენ მიცურავს. CMA CGM-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, LSEG-ის საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანის ტერიტორიული წყლების გადაკვეთამდე, ხუთშაბათს… The post ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში პირველმა დასავლურმა გემმა გაიარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →