სიახლე

“იმუშავეთ მშვიდობისთვის”- პაპი მორწმუნეებს

მედიაცენტრი

რომის პაპმა, ლეო XIV-მ სააღდგომო ლიტურგიაზე მოუწოდებს მორწმუნეებს, არ გახდნენ გულგრილნი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ და იმუშაონ მშვიდობისთვის. „ნუ დავუშვებთ, რომ პარალიზებულნი ვიყოთ!“ – მოუწოდა პაპმა სააღდგომო ლიტურგიაზე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მორწმუნეებს. ცნობისთვის, გასულ კვირას პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი არ მიიღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და „ხელები სისხლში აქვთ გასვრილი“. 31 მარტს პონტიფიკოსმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, მოძებნოს გამოსავალი ომის დასასრულებლად. რომის პაპი 5 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო მესას ჩაატარებს და სპეციალური გზავნილით გამოვა. The post “იმუშავეთ მშვიდობისთვის”- პაპი მორწმუნეებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი