სააგენტო "პარალელი"
თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური “სადგურის მოედნიდან” მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.
ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს.
ცნობისათვის: თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობდა. მატარებლები მოძრაობდნენ მს „ვარკეთილიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“, ხოლო მს „სადგურის მოედნიდან“ მს „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი იყო გასული.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ბოდიში მოუხადა მგზავრებს შექმნილი შეფერხებისთვის.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს
თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა
პარალელი