კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო) — Cnoba

News.ge ვიდეო 05 Apr 2026, 14:21

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა, ცუდი ამინდების გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ვიდეოში კაცმა ბავშვი გადაარჩინა. რუსეთის გუბერნიას როდესაც ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ კრემლის შენობის ფიზიკურად თბილისში გადმოტანას და ქუჩაში რუსული დროშების დაკიდებას. რუსული გუბერნია ნიშნავს რუსული გავლენების მაქსიმუმზე აწევას და მისგან ყველა ინსტიტუციის ტოტალურ კონტროლს დაწყებული ეკლესიიდან, დამთავრებული საჯარო სკოლების განათლების სისტემით […]

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ეს დაღესტანი მახაჩკალაა, ცუდი ამინდების გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ვიდეოში კაცმა ბავშვი გადაარჩინა.
რუსეთის გუბერნიას როდესაც ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ კრემლის შენობის ფიზიკურად თბილისში გადმოტანას და ქუჩაში რუსული დროშების დაკიდებას.
რუსული გუბერნია ნიშნავს რუსული გავლენების მაქსიმუმზე აწევას და მისგან ყველა ინსტიტუციის ტოტალურ კონტროლს დაწყებული ეკლესიიდან, დამთავრებული საჯარო სკოლების განათლების სისტემით და კერძო ბიზნესით.
რუსული წესრიგი ნიშნავს, რომ შენ გეზღუდება ცივილიზაციური სიკეთეების, ტექნოლოგიების და სტანდარტების მიღების შესაძლებლობა. სანაცვლოდ გრჩება კორუმპირებული, არამოდერნიზებული რუსული ბაზარი, ჩამორჩენილი კაპიტალი და ინფრასტრუქტურა, რომელსაც ოდნავ ძლიერი წვიმაც კი რეცხავს.
რაც დაღესტანში ხდება გამოიწვია მახაჭკალის ტოტალურმა დამოკიდებულებამ რუსულ კორუფციულ სისტემაზე. გაწვიმდა და მთელი ქალაქი პარალიზებულია, შენობები ინგრევა, ადამიანები იღუპებიან და საგანგებო მდგომარეობაა. ფულს ელიტები იპარავენ და ხალხს სანიაღვრე არხიც არ აქვს ნორმალური.
მგონი, არც ჩვენ ვართ ამ სურათისგან შორს.
საკმარისია გადავხედოთ საქართველოს ქალაქებში მომხდარ მოვლენებს ბოლო წლებში გურიის ტრაგედიიდან დაწყებული, შოვით და თბილისის ჩამოშლილი, ინფრასტრუქტურით დამთავრებული.
როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი.
რატომ უნდა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? როდესაც ვამხელთ, როდესაც ვიაზრებთ, რომ ღუპავენ საქართველოს, არ უნდათ მათ ამ ქვეყნის სოცოცხლე, რატომ არ ვცდილობთ, რომ ამოვიღოთ ხმა, გავაკეთოთ რამე.

რელევანტური