სიახლე
აზოვის ზღვაში ხორბლით დატვირთული გემი ჩაიძირა
მედიაცენტრი
აზოვის ზღვაში ჩაიძირა „ვოლგო-ბალტის“ ტვირთმზიდი გემი, რომელიც ხორბლით იყო დატვირთული. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდომი ავრცელებს. მისი თქმით, ეკიპაჟის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი დაღუპული 1991 წელს დაბადებული კაპიტნის უფროსი თანაშემწეა. რუსეთის ოპერატიულ სამსახურებში ამტკიცებენ, რომ კატასტროფის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა გახდა. თავდასხმის მომენტში გემი ანექსირებულ ყირიმში მდებარე ქერჩიდან ჩრდილოეთით, 30 მილის დაშორებით იმყოფებოდა. The post აზოვის ზღვაში ხორბლით დატვირთული გემი ჩაიძირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.