აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას და “ცივილიზაციის განადგურება”, რასაც თავად აანონსებდა, ორი კვირით გადადო. ტრამპის თანხმობის შემდეგ ირანმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. რეჟიმის ტელევიზიამ Tasnim, მოსახლეობას ხმამაღლა და დიდი ასოებით ამცნო: “ტრამპმა დათმო, ირანის უძლეველმა არმიამ მტერი უკუაგდო.”
რა წერია ირანის ათპუნქტიან გეგმაში?
გეგმა შედგება შემდეგი პუნქტებისგან: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას.
რა დაწერა დონალდ ტრამპმა:
The post ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი? appeared first on ODISHINEWS.