სიახლე

“რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – ლაშა ბუღაძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – ლაშა ბუღაძე რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იყო უმწვავესი კრიტიკაც. მძიმე შეფასებები გააკეთა, ასევე, მწერალმა, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ: “თუკი კიდევ ვერ მიმხვდარა ვინმე, ალბათ ახსნაც ზედმეტია, რომ პრობლემა არა ტექსტის “უხამსად” წარმოჩენა, ან თუნდაც “ქაჯურად დადგმაა ქაჯების პირობებში” (ამ სიტყვების პოლიტიკური აქცენტით), არამედ გაღიზიანების და ბრაზის მოტივიც (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), მთელი […] “რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – ლაშა ბუღაძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – ლაშა ბუღაძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იყო უმწვავესი კრიტიკაც. მძიმე შეფასებები გააკეთა, ასევე, მწერალმა, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ:

თუკი კიდევ ვერ მიმხვდარა ვინმე, ალბათ ახსნაც ზედმეტია, რომ პრობლემა არა ტექსტის “უხამსად” წარმოჩენა, ან თუნდაც “ქაჯურად დადგმაა ქაჯების პირობებში” (ამ სიტყვების პოლიტიკური აქცენტით), არამედ გაღიზიანების და ბრაზის მოტივიც (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), მთელი ეს ქოცური ბუკეტია და ფართო კონტექსტი:

ასი ათასები რომ იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ქოცური ფავორიტიზმის მიზეზით და ამ ყველაფერს სინამდვილეში არანაირი კავშირი რომ არ აქვს არც თეატრთან და არც რეალობასთან.

უსამართლობის განცდა კი ყოვლისმომცველია, როცა ხედავ, როგორ ახდევინებენ ცინიკურად, ჩეკისტურ-ბოლშევიკური მეთოდით “240 ლარს და 10 თეთრს” თეატრიდან გაძევებულ მართლაც ნიჭიერ და პრინციპულ მსახიობებს მხოლოდ იმის გამო, რომ დატყვევებული კოლეგის პლაკატის ჩამოგლეჯა და ქვეყნის გარუსება გააპროტესტეს და პარალელურად კი სწორედ რუსთაველისეული შინაარსით, ქოცურ ქაჯობაში ყრიან ხალხისთვის ნაძარცვ ფულს!..

ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ეს სახელმწიფო თეატრია და თქვენი ფულია?! მსახიობებს დევნიან და პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილისათვის და უმუშევრობისთვის სწირავენ – სიდუხჭირე ტოტალურია, ყველაზე საინტერესო რეჟისორებს კი თეატრებიდან და ლამისაა ქვეყნიდან აძევებენ და ამ დროს სცენაზეც და ქვეყანაში კონფორმიზმი, უხერხულობის ზღვარს მიღმა გასული აგრესიული მეორეულობა და ამორალურობა მძვინვარებს!..

რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

“რუსთაველი აქ რა შუაშია, ქვეყანა დალპა!..” – ლაშა ბუღაძე
პარალელი


მსგავსი