“ვიგრძენი ტრამპის იმედგაცრუება”- რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია. „მე ვიგრძენი დონალდ ტრამპის იმედგაცრუება, რადგან მას ეგონა, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე მის გვერდით დადგებოდა. შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა ირანი. ზოგიერთი მოკავშირე, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ნელი იყო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინი ასევე ცოტა გაკვირვებულები იყვნენ, რომ საწყისი დარტყმების დროს მოულოდნელობის ელემენტი შეინარჩუნეს. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, მოკავშირეებისთვის წინასწარ არ ეცნობებინა და მე ეს მესმის. თუმცა, დღეს, როდესაც ევროპას ვუყურებ, ვხედავ, რომ მოკავშირეები უზარმაზარ მხარდაჭერას უწევენ აშშ-ს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. The post “ვიგრძენი ტრამპის იმედგაცრუება”- რუტე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →