სიახლე

“ფასების კომისიამ” ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა

მედიაცენტრი

“ფასების საპარლამენტო კომისიამ“ ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მან მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. „საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება განიხილებოდა, თუმცა შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის გამო – იმ კომპანიებს ადგილობრივებთან ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდათ, ამიტომ ვერ შევძელით, მაგრამ, ჩვენ კომისიის ფარგლებში შევისწავლეთ ხორვატიის, უნგრეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, სერბეთის გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგებით შევისწავლეთ, შემდეგ ჩვენი ბაზრის სტრუქტურა შევადარეთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის დაგეგმვის შემთხვევაში კონკრეტულ საკვებ პროდუქტებზე ხელშესახებ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა ბერეკაშვილმა. The post “ფასების კომისიამ” ბაზრის შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება გადაიფიქრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი