სიახლე
გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მედიაცენტრი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრისა და ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა. The post გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.