სიახლე
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა
მედიაცენტრი
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა. გათავისუფლებულებიდან თითქმის ყველა 2022 წლიდან იმყოფებოდა ტყვეობაში. უკრაინული მედიის ცნობით, სახლში ბრუნდება 25 ოფიცერი, რომელთა გაცვლაზეც რუსული მხარე კატეგორიულ უარს აცხადებდა. გათავისუფლებულთა შორის არიან ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის დროს, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში დაატყვევეს. გათავისუფლებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 63 წლის. The post უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.