სიახლე

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს უნგრეთში არსებულ/მოსალოდნელ რეალობასთან დაკავშირებით – არჩევნებამდე და ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ: “რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის? ორბანის მმართველობა ქოცებისთვის წარმოადგენდა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოდელს. ❌ის აჩვენებდა როგორ შეიძლება ძალაუფლების კონცენტრაცია, მედიის კონტროლი და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა ისე, რომ […] “რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს უნგრეთში არსებულ/მოსალოდნელ რეალობასთან დაკავშირებით – არჩევნებამდე და ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ:

რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის?

ორბანის მმართველობა ქოცებისთვის წარმოადგენდა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოდელს.

❌ის აჩვენებდა როგორ შეიძლება ძალაუფლების კონცენტრაცია, მედიის კონტროლი და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა ისე, რომ ფორმალურად ქვეყანა ევროპულ სტრუქტურებში დარჩეს;

❌ორბანი იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციულ თეორიებს;

❌ომის შიშის გაღვივების და სხვა რუსული პროპაგანდის გავრცელება სინქრონში ხდებოდა ჩვენსა და უნგრეთის კამპანიებში;

❌უნგრეთი ბრიუსელში ასრულებდა ქოცების ადვოკატის როლს. ისინი ბლოკავდნენ ან არბილებდნენ კრიტიკულ რეზოლუციებსა და განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ;

❌როდესაც დასავლეთის უმეტესი ნაწილი აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, ორბანთან შეხვედრები გამოიყენებოდა იმის საილუსტრაციოდ, რომ ხელისუფლება თითქოს იზოლაციაში არ არის.

რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?

✔ივანიშვილის გუნდი კარგავს თავის ერთადერთ მყარ საყრდენს ევროკავშირში;

✔ბრიუსელში აღარ დარჩება ძალა, რომელიც ქოცების კლანს დაიცავს სანქციების ან სხვა შეზღუდვების განხილვისას;

✔ ორბანის მარცხი არის სიგნალი იმისა, რომ „მესამე გზა“ – ევროპა დემოკრატიის გარეშე, არ მუშაობს“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე
პარალელი


მსგავსი