სიახლე

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია ნოდიას 6-პუნქტიანი გაფიქრება: “რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე: 1. ეს არის ცალსახად კარგი, მისალოცი ამბავი ამბავი ჩვენთვის, ლიბერალებისთვის; 2. კონკრეტულად ქართველი პატრიოტი ლიბერალების პოზიციიდან რომ შევხედოთ, ის პირდაპირ უკავშირდება ორ ყველაზე ემოციურ საკითხს: კარგია უკრაინისთვის და ცუდია ივანიშვილისთვის (თუმცა, არაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს, ხოლო ბიძინამ […] “რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია ნოდიას 6-პუნქტიანი გაფიქრება:

რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე:

1. ეს არის ცალსახად კარგი, მისალოცი ამბავი ამბავი ჩვენთვის, ლიბერალებისთვის;

2. კონკრეტულად ქართველი პატრიოტი ლიბერალების პოზიციიდან რომ შევხედოთ, ის პირდაპირ უკავშირდება ორ ყველაზე ემოციურ საკითხს: კარგია უკრაინისთვის და ცუდია ივანიშვილისთვის (თუმცა, არაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს, ხოლო ბიძინამ – წააგოს);

3. ტრამპის მხრიდან ორბანის საჯარო მხარდაჭერა იყო არა მხოლოდ ნორმატიულად ცუდი, არამედ უარესი – სისულელე. გადაჭარბებაა იმის თქმა, რომ ორბანმა ამის გამო წააგო, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპი ვერ დაეხმარა. გამოვიდა, რომ ტრამპი ღიად გვერდში დაუდგა „ლუზერს“, რითაც თავისი სისუსტე გამოავლინა (ეს კი მას ყველაზე მეტად არ უყვარს);

4. ამან აჩვენა ორბანის, ტრამპის, პუტინის, ბიძინას შედარებების ზედაპირულობა. ამ ხალხს რაღაც საერთო აქვს და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაც გამოავლინეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსია პოლიტიკური სისტემები, სადაც ისინი მოქმედებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ორბანმა უნგრეთის დემოკრატიას კონკრეტულ სფეროებში ზიანი მიაყენა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, დემოკრატიის ფუნდამენტი მას არ (ვერ) გაუნადგურებია;

5. ტრამპის ფენომენიც ამერიკის დემოკრატიის კრიზისის ნიშანია, მაგრამ ტრამპს დემოკრატიის ფუნდამენტი არსებითად არ დაუზიანებია. სამწუხაროდ, ეს არ გვეხება ჩვენ, რადგან დემოკრატიის ფუნდამენტი არასოდეს გვქონია, თუმცა დემოკრატიის ცალკეული გამოვლენები – კი;

6. თუ რამე შეიძლება ვისწავლოთ, ეს პოლიტიკური რომანტიზმის და ნორმატიული რადიკალიზმის უარყოფაა. ორბანი დაამარცხა მისივე პარტიის ყოფილმა წევრმა, რომელსაც მის წარსულ „ცოდვებში“ უდევს წილი. ის არ არის „უმწიკვლო წარსულის“ ფიგურა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ორბანის პოლიტიკას გააგრძელებს. უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო, ის აღმოჩნდა მომგები, წინა ოპოზიციებმა კი ეს უნარი ვერ აჩვენეს. „უმწიკვლო წარსულის“ დევნა წაგების ფორმულაა, მთავარია, რა არის უკეთესი რეალისტური არჩევანი ყოველ მოცემულ მომენტში“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია
პარალელი


მსგავსი