საია-მ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი ეხება საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს. საიას შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აკრძალვა ემიგრანტებისთვის ქმნის დამატებით ფინანსურ და სოციალურ ბარიერებს, რაც პრაქტიკულად ზღუდავს მათ არჩევნებში მონაწილეობას. საია ასევე მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნები სწორედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ფუნქციონირებდა და სახელმწიფოს ჰქონდა რესურსი, უზრუნველეყო ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვა. ორგანიზაციის განმარტებით, ამ სივრცეებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია,… The post საია-მ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა appeared f…
პირველწყარო →