„თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ“ – მეუფე შიო
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მეშვეობით უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენზე და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის. ამ ხატის მოვლინებაც ერთ-ერთი დასტურია მისი მფარველობისა და წყალობისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა. მისი განმარტებით, თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ. „მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს. როგორც… The post „თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ გვმართებს ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ“ – მეუფე შიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →