სიახლე
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა
მედიაცენტრი
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხარეები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. The post „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.