იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას. ცვლილების თანახმად, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გაცემული სახსრები არ იქნება მიჩნეული გრანტად, თუ ისინი ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უშუალოდ უკავშირდება შესაბამისი წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.… The post იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →