სიახლე

სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

GuriaNews

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. “სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი. მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ […] The post სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება;
 დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465)”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

The post სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი