ტრამპი – „ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან“
ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება და აშშ-ს შეუძლია, ამ ქვეყანასთან „დიდი შეთანხმება“ გააფორმოს. დონალდ ტრამპის თქმითვე, „ირანს ბირთვულ იარაღს თუ მისცემ, მსოფლიო აფეთქდება“. აშშ-ის პრეზიდენტმა 2015 წელს ხელმოწერილი ირანის ბირთვული შეთანხმება „ყველაზე ცუდ შეთანხმებად“ მოიხსენია. მისი თქმით, აშშ-ს გასულ წელს ირანის ბირთვული ობიექტები რომ არ დაებომბა, ირანი ისრაელის, თავისი ახლო აღმოსავლელი მეზობლებისა და აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, მას… The post ტრამპი – „ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →