პეტერ მადიარმა ორბანს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა
“ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას”– ამის შესახებ ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. პეტერ მადიარმა ორბანს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა. „ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა. მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა. The post პეტერ მადიარმა ორბანს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →