“საერთოდ გავდივართ, წილს არ ვიტოვებთ“- რუხაძემ “ლიბერთი” გაყიდა
„ჩვენ საერთოდ გავდივართ. [ლიბერთი ბანკში] წილს არ ვიტოვებთ“- განაცხადა ლიბერთი ბანკის ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ მას შემდეგ, რაც ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა. “გავდივართ ამ ინვესტიციიდან. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელმაც ყოველთვის უნდა რაღაცა ვიყიდოთ, რაღაცა გვქონდეს და რაღაცა მომგებიანობას რომ მივაღწევთ, მერე გამოგვაქვს ბაზარზე. ყველა ჩვენი კომპანია ასეა“- თქვა მან. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაზისბანკმა რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობა მიიღო და ის ლიბერთი ბანკის 95.99%-ის მფლობელი გახდა. ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. რუხაძემ გაყიდა TV იმედიც. The post “საერთოდ გავდივართ, წილს არ ვიტოვებთ“- რუხაძემ “ლიბერთი” გაყიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →