ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა. გასულ სხდომაზე კი ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. პროკურატურა მსჯავრდებულების იმ მუხლით დამნაშავედ ცნობას ითხოვს, რითაც ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი… The post ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →