სიახლე

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

MegaTV

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 11 აპრილის მონაცემებთან) Gulf (რიგ შემთხვევაში გაძვირდა 10 თეთრით) […]

პირველწყარო →

 

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს

 

 

აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 11 აპრილის მონაცემებთან)

Gulf (რიგ შემთხვევაში გაძვირდა 10 თეთრით)

 

  • G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი);
  • G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი (3.59 ლარი);
  • G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (3.45 ლარი);
  • ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი);
  • G-Force ევრო დიზელი – 4.07 ლარი (3.97 ლარი);
  • ევრო დიზელი – 3.97 ლარი (3.87 ლარი).

Wissol (რიგ შემთხვევაში გაიზარდა 10-12 თეთრით)

 

  • ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.98 ლარი იყო);
  • ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.58 ლარი იყო);
  • ეკო დიზელი – 4.07 ლარი (3.97 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 4.04 ლარი (3.92 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო).

Socar (ფასი ერთი კვირის ჭრილში არ შეცვლილა)

 

  • ნანო სუპერი – 3.87 ლარი;
  • ნანო პრემიუმი – 3.55 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.39 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი – 3.80 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 3.90 ლარი.

Rompetrol (რიგ შემთხვევაში გაიზარდა 4 თეთრით)

 

  • Efix სუპერი – 3.99 ლარი (3.99 ლარი იყო);
  • Efix ევრო პრემიუმი – 3.59 ლარი (3.43 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.39 ლარი იყო);
  • Efix ევრო დიზელი – 4.05 ლარი (4.05 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 4 ლარი (4 ლარი იყო).

Portal (ბოლო ერთ კვირაში ფასი არ შეცვლილა)

 

  • სუპერი – 3.44 ლარი;
  • პრემიუმი – 3.34 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 3.14 ლარი;
  • ევრო დიზელი – 3.89 ლარი;
  • ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი.

მსგავსი