კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს
კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო ავრცელებს. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორისტული ქმედებების შედეგად დაიღუპნენ 11 წლის ბიჭის მშობლები, თავად არასრულწლოვანი კი ამჟამად საავადმყოფოშია. „თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა და ქალი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათი ვაჟი, დაბადებული 2015 წელს, ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და საჭირო მკურნალობას იღებს“, – აღნიშნა კრავჩენკომ. მისივე თქმით, მსროლელი, რომელიც ლიკვიდირებულია, იდენტიფიცირებულია. თავდამსხმელი 1968 წელს მოსკოვში დაბადებული დმიტრო ვასილჩენკო იყო, რომელიც უკრაინის… The post კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →