სიახლე
რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა
მედიაცენტრი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ასევე ერთი არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაშავებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. The post რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.