პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
ზვიად რატიანი არის ადამიანი, რომლის ლექსებსა და თარგმანებს მომავალი თაობები ისწავლიან მის ბიოგრაფიასთან ერთად. როგორც არაერთი მოღვაწის შემთხვევაში ისტორია ყოფილა შავი ლაქა მათი ცხოვრების დროს, იმ შავ ლაქას ვინც ქმნიდა, ისინი ჩარეცხილან და მოღვაწე ადამიანები ისტორიის ნათელ მხარედ დარჩენილან, ასევე იქნება ზვიადის შემთხვევაში – დღევანდელ გადაწყვეტილებების მიმღებებს ისტორია ჩარეცხავს და ზვიად რატიანი კი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ მხარედ.
ზვიად რატიანი, მიხარია რომ გიცნობ, რომ შენს ლექსებსა და წიგნებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვყიდულობდი შეგროვებული ფულით, რომ დიდი პოეტი და მთარგმნელი ხარ. ვერცერთი სიბნელე ვერ დაგამარცხებს.
The post “ზვიად რატიანი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ მხარედ” – არჩილ გამზარდია appeared first on .