სიახლე

სკოლის მასწავლებელია – ტრანპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

მედიაცენტრი

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სროლა მოხდა – ინციდენტის დროს დარბაზში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა პრეზიდენტი და პირველი ლედი დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია. გამოცემა New York Post სამართალდამცავი უწყებების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ალენია. შემთხვევიდან დაახლოებით ორ საათში დონალდ ტრამპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. „ოფიცერი ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა და ის კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ტრამპმა. The post სკოლის მასწავლებელია – ტრანპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი