საქართველო ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და საქართველოს წარმატება, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში მოიყრიან თავს. ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029 წელს ჩატარდება. საქართველოსთან ერთად, მასპინძელი ქვეყანა იქნება სომხეთი. კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ ერევანში გამართულ ბრიფინგზე… The post საქართველო ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →