“შესაძლოა კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება ეგზისტენციალური საფრთხეების მოსაშორებლად”- ისრაელ კაცი
“შესაძლოა მალე კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხეების მოსაშორებლად” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე დარტყმები მიიღო. „აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კოორდინაციით, ხელმძღვანელობს ძალისხმევას, რათა კამპანიის მიზნები ისე დასრულდეს, რომ ირანი აღარ იყოს საფრთხე ისრაელის, შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს არსებობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას და უზრუნველყოფთ საჭირო მხარდაჭერას, მაგრამ შესაძლოა მალე კვლავ მოგვიწიოს მოქმედება მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა. The post “შესაძლოა კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება ეგზისტენციალური საფრთხეების მოსაშორებლად”- ისრაელ კაცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →