განახლდა
დღეს: 65 სიახლე
Batumelebi

სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის. „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“…

იხილე სრულად: batumelebi.netgazeti.ge ↗
Radio Tavisupleba

CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ ტრამპს უჩივლეს, თეთრი სახლის მიერ აკრძალვის პროტესტის ნიშნად

CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ უჩივლეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე მათი დაშვების აკრძალვის გამო და განაცხადეს, რომ ამ ქმედებით დაირღვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვისა და თავისუფალი პრესის უფლებები.

Batumelebi

ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლეს – საია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. გასაჩივრებულია საარჩევნო…

News.ge

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის” აკრედიატაციაზე უარი უთხრა. “დაუსაბუთებელი…

Timer

ნიკა გვარამია: ხელისუფლება სეტანტას აიძულებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება სანქცირებულ ტვ „იმედს“ გაუყოს

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ტელეკომპანია „სეტანტას“ მოსალოდნელი მძიმე საერთაშორისო სანქციების შესახებ აფრთხილებს. გვარამიას მტკიცებით, ხელისუფლება ტელეკომპანიას აიძულებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება სანქცირებულ ტვ „იმედს“ გაუყოს, რაც საერთაშორისო რეგულაციების…

Timer

მინდია შერვაშიძე: ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო, ისევ შემართებით ვარ და არანაირი ცვლილება ჩემზე ციხეს არ მოუხდენია

ჩემზე ციხეს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია, ვაპირებ ისევ ბრძოლაში ვიყო, – ამის შესახებ მინდია შერვაშიძემ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა. შერვაშიძე, რომელმაც საპატიმრო გუშინ დატოვა, ისევ რუსთაველზე დგას და ისევ პროტესტის მონაწილეა. ის არ გამორიცხავს, რომ ისევ დააპატიმრებენ, თუმცა, ამბობს…

პარალელი

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

სააგენტო "პარალელი" “ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და კონკრეტული მინიშნებთ: “ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…

Alia

,,ასე თუ გააგრძელებთ, სააკაშვილის პერიოდის “იმედს” აუცილებლად აჯობებთ სიცრიუს გავრცელებაში…“ – ალექსანდრე თამაზაშვილი ,,იმედს”

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სქრინს აქვეყნებს და ,,იმედს” მიმართავს: ,,FAKE სამწუხაროდ, ნელ-ნელა „ფორმულას“, „ტვ პირველს“ და მსგავს ტელევიზიებს ემსგავსებით… შეიძლება, ადამიანი აღარ მოგწონდეთ და აღარ „ადიდებდეთ“, მაგრამ იქამდე არ უნდა დაეშვათ, რომ მსგავსი სიბინძურე…

Alia

“იმედს” “ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია?” – კოტე კემულარია

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: კრიზისი პიკს აღწევს—ტვ “იმედი” ბანკს ქმნის?! ეს განცხადება ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება: “ვინაიდან ბანკები უარს გვეუბნებიან მომსახურებაზე, “იმედი” საკუთარ ბანკს შექმნისო?!” ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია???…

Trialeti

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის…

Radio Tavisupleba

მოსამართლე ხუჭუა „იმედს“ ქარტიაში უჩივის

თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პროსახელისუფლებო „იმედს“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სიზუსტის პრინციპის დარღვევის გამო უჩივის. ის ასევე მოითხოვს ინფორმაციის შესწორებას.

Radio Tavisupleba

„მეამა“ აცხადებს, რომ გააგრძელებს „იმედსა“ და PosTV-ში რეკლამის მიტანას

ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „მეამა“ არასწორს უწოდებს მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც, ის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ორ ქართულ პროსახელისუფლებო არხთან, „იმედსა“ და PosTV-სთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებდა.

News.ge

ეკა შარაშიძე: სანქცირებული „იმედი“ ისევ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოლდოვას დამოუკიდებლობის გაუქმება ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

თარჯიმანი ეკა შარაშიძე: სანქცირებული „იმედი“ ისევ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოლდოვას დამოუკიდებლობის გაუქმება ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება, და თითქოს საქართველოსაც იგივე ელის. ეს არის მანიპულაცია. ფაქტია, რომ მოლდავეთის ისტორიული…