სიახლე

ფასების კომისია დასკვნას დღეს წარადგენს

მედიაცენტრი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს, 1-ელ მაისს წარადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარე წარადგენს. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე. The post ფასების კომისია დასკვნას დღეს წარადგენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი