რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუმინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „შაბათს, 2 მაისს რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები განაახლა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადარებმა რუსეთის ფედერაციის 20 უპილოტო საფრენი აპარატისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც უკრაინის იზმაილის რაიონისკენ მიფრინავდა“, – აღნიშნულია რუმინეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უყების ცნობით, ამის გამო, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე ფეტეშტის ავიაბაზიდან ორი F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი აფრინდა. ერთ-ერთმა დრონმა კილიას რაიონში საჰაერო სივრცე დაარღვია ცოტა ხნით და შემდეგ კვლავ უკრაინის მიმართულებით გაფრინდა. The post რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →