სიახლე

მშობლების პროტესტი გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია დაანონსდა

Alia

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ მოზარდებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. პარალელურად, მოზარდების მშობლებმა კობახიძის ადმინისტრაცაისთან მე-14 ღამე გაათენეს. ისინი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ. ორ კვირაზე მეტია, რაც ცუდი ამინდების მიუხედავად, წვიმაში, ქარში მშობლები ვათენებთ […] The post მშობლების პროტესტი გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია დაანონსდა appeared first on .

პირველწყარო →

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ მოზარდებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

პარალელურად, მოზარდების მშობლებმა კობახიძის ადმინისტრაცაისთან მე-14 ღამე გაათენეს. ისინი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ.

ორ კვირაზე მეტია, რაც ცუდი ამინდების მიუხედავად, წვიმაში, ქარში მშობლები ვათენებთ ღამეებს, თუმცა არანაირი პასუხი ჩვენ დღემდე არ მიგვიღია. ვერ გავჩერდებით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გავქვს სახელმწიფო გარდა, უნდა გვიშველონ რამე. ჩვენს შვილებს ჩვენს დროს ჰპარავენ, რასაც მე ჩემს შილებთან უნდა ვატარებდე ახლა, რომელსაც ჩემს გარეშე წყლის დალევაც არ შეუძლია, – ამბობს მშობელი.

The post მშობლების პროტესტი გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს კიდევ ერთი აქცია დაანონსდა appeared first on .


მსგავსი